1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

2. სკოლის მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

3. ავტოგასამართი სადგურისა და ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები) მიმართ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით.

4. აფთიაქის მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით.

თავი IV

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დამონტაჟების აქტის შედგე