1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების შემოწმება ხორციელდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისათვის მიმართვის საფუძველზე.
2. შემოწმების განხორციელების კონკრეტული თარიღი და დრო განისაზღვრება მაკონტროლებელი ორგანოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების შემოწმებისას უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟების და მათი ექსპლუატაციის ამ წესთან შესაბამისობა.
4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შემოწმების შემდეგ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი პირი შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შედგენილ ოქმზე/აქტზე ხელმოწერით ადასტურებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ან/და შეუსაბამობას.
5. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლითა და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს ფოტო-ვიდეო/აუდიოტექნიკა შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირების მიზნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისათვის ცნობილი გახდა ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ობიექტის მაკონტროლებელ ორგანო