1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, შეამოწმოს ობიექტის მიერ დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ თავით დადგენილი წესით.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებთან მიმართებით;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მაკონტროლებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შემოწმებას ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოსთან ერთა