1. უფლებამოსილი პირი, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია, ვიდეომეთვალყურეობის სისტემიდან ამოიღოს დარღვევის ამსახველი მასალა. უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება – მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღების და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც.

2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადაცემა ობიექტს არ ათავისუფლებს აღნიშნული სახის ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის ვალდებულებისგა