1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოებისგან/დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ობიექტის მისამართი, დასახელება, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვალდებულია, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებს ეტაპობრივად შეატყობინოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების დაკისრების შესახებ. შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს ობიექტს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს მიაწოდოს, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად, იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირთა სია (საიდენტიფიკაციო ნომერი, გადამხდელის დასახელება, საქმიანობის სახე), რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარ