მუხლი 15. შემოწმების განხორციელება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ინიციატივით
თავი IV — ვიდეომეთვალყურეობის სისტემის წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დამონტაჟების აქტის შედგენა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შეამოწმოს ობიექტის შენობა-ნაგებობის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესთან შეუსაბამობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1763 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს პირის გაფრთხილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიღებიდან ხარვეზის 30 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა/გამოუსწორებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესი
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“, მუხლი 15, №101, 02.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.023309 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5401808/muxli-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია