1. ობიექტის მესაკუთრე ან/და მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად.
2. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ პირს.
3. ციფრული ვიდეოჩამწერიდან შესაძლებელი უნდა იყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) უფლებამოსილი პირისთვის DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით გადაცემა.
4. ობიექტი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე გადატანას.
5. ობიექტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ადგილზე ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით ობიექტმა უნდა განათავსოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული არანაკლებ ერთი მონიტორი. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.
6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ცალკეულ ობიექტთა დამატებითი ვალდებულებე