1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტული და მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში ახდენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებას. ამ ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს უშუალოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს უფლებამოსილ პირს.

3. აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე.

4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

6. ამ წესის შესაბამისად ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების/დამონტაჟების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტ