1. მომსახურების შესაბამისობის ან მომსახურების პირობების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დარღვევების შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო ატარებს მაკონტროლებელ ღონისძიებებს:
ა) დროებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედებას;
ბ) ინფორმაციას აწვდის სერტიფიკაციაში დაინტერესებულ მონაწილეებს;
გ) ადგენს მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების ვადას;
დ) აკონტროლებს მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულებას.
2. მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შემდეგ სერტიფიკაციის ორგანო ატყობინებს სერტიფიკაციაში დაინტერესებულ მონაწილეებს სერტიფიკაციის მოქმედების შეჩერების მოხსნის შესახებ.
3. შემსრულებლის მიერ მაკორექტირებელი ღონისძიებების შეუსრულებლობის ან მისი არაეფექტურობისას სერტიფიკაციის ორგანო აუქმებს სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის მოქმედებას