1. სერტიფიკაციის ორგანო ახდენს სერტიფიკაციის სქემით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ოქმები, აქტები და ა.შ.) შემოწმებას, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.
2. სერტიფიკაციის დადებითი შედეგებისას სერტიფიკაციის ორგანო დადგენილი წესით აფორმებს სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატს, ატარებს რეგისტრაციაში სისტემის რეესტრში და გასცემს განმცხადებელზე.
3. სასერტიფიკაციო სამუშაოების უარყოფითი შედეგის, სასერტიფიკაციო მომსახურებისადმი წაყენებული სხვა მოთხოვნების დაუცველობის ან განმცხადებლის მიერ სერტიფიკაციის სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს გადაეცემა გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
4. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის მოქმედების ვადას ადგენს სერტიფიკაციის ორგანო მომსახურებაზე ნორმატიული დოკუმენტის მოქმედების ვადის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.04.2002
მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საერთო მოთხოვნები ნორმატიულ დოკუმენტებზე
- მუხლი 4. სერტიფიკაციის ჩატარების თანმიმდევრობა
- მუხლი 5. სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა
- მუხლი 6. განაცხადის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის ამორჩევა
- მუხლი 7. აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) განსაზღვრა
- მუხლი 8. სერტიფიკაციის სისტემაში მომსახურების გაწევის პროცესის დადგენილ მოთხოვნებთან და მომსახურების გამოცდების (შემოწმების) შედეგების შესაბამისობის შემოწმების ჩატარება შერჩეული სქემის თანახმად
- მუხლი 11. მაკონტროლებელი ღონისძიებები
- მუხლი 12. აპელაცია
- მუხლი 13. ინფორმაციული უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №482, 20.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53062/muxli-9-2/