1. მომსახურების სავალდებულო სერტიფიკაცია წარმოებს სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საერთაშორისო და სხვა ქვეყნების პროგრესული სტანდარტების შესაბამისად.
2. მომსახურების ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია ტარდება იმ მომსახურებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას. იგი ტარდება განმცხადებლის ინიციატივით ამ უკანასკნელსა და სერტიფიკაციის ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მომსახურების ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩატარებისას განმცხადებელს უფლება აქვს განსაზღვროს სერტიფიკაციის სქემა და მომსახურების მახასიათებლების განმსაზღვრელი ნორმატიული დოკუმენტი.
3. სერტიფიკაციის ჩატარებისას გამოიყენება ის სახელმწიფო სტანდარტები, ნორმები და წესები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები (სტანდარტები, ტექნიკური პირობების დოკუმენტები, წესების კრებული და რეგლამენტები), რომლებიც ცალსახად და გამოკვეთილად შეიცავენ იმ მახასიათებლებს, მაჩვენებლებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისობაზე ტარდება სერტიფიკაცია.
4. სერტიფიკაციისას გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტები უნდა მოიცავდეს მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ:
ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა რეალიზაციას;
ბ) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას;
გ) შემოწმების ჩატარების მეთოდებს;
დ) მომსახურების პროცესის დაცვას;
ე) შემსრულებელთა კვალიფიკაციას.
5. სასერტიფიკაციო მომსახურების სფერო და სამუშაოების დასახელება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (სეკ) კოდებს