1. საინსპექციო კონტროლის უარყოფითი შედეგის დროს სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია დროებით შეაჩეროს ან შეწყვიტოს სერტიფიკატის მოქმედება ან გააუქმოს შეთანხმება სერტიფიკაციაზე, თუ გამოვლენილი იქნება პროდუქციის შეუსაბამობა (სერტიფიკაციის დროს კონტროლირებად) ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან, დამამზადებლის მიერ პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების შესახებ საზოგადოებრივი და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების დაფარვის დროს, აგრეთვე:
ა) პროდუქციაზე ნორმატიული დოკუმენტების ან გამოცდების მეთოდის (მეთოდების) შეცვლისას;
ბ) პროდუქციის კონსტრუქციის (შემადგენლობის), კომპლექტურობის შეცვლისას;
გ) წარმოების ორგანიზაციისა და (ან) ტექნოლოგიის შეცვლისას.
2. თუ ჩამოთვლილ ცვლილებებს შეუძლიათ გამოიწვიონ სერტიფიკაციის დროს კონტროლირებად მოთხოვნებთან შესაბამისობა, აგრეთვე საინსპექციო კონტროლზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებაზე დამამზადებლის მიერ უარის თქმა, მიიღება გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე.
3. გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ მიიღება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკაციის გამცემ ორგანოსთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ღონისძიებებით დამამზადებელს შეუძლია აღმოფხვრას შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები.
4. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სერტიფიკაციის ორგანო წერილით ატყობინებს განმცხადებელს, სისტემის ცენტრალურ ორგანოს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს.
5. სერტიფიკატის მოქმედება წყდება სერტიფიკაციის სისტემის რეესტრიდან მისი ამოღების მომენტიდან
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.04.2002
მუხლი 11. სერტიფიკატის და სერტიფიკაციაზე შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა
- მუხლი 5. განაცხადის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის ამორჩევა
- მუხლი 6. ნიმუშის აღება გამოცდისათვის
- მუხლი 7. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება
- მუხლი 8. წარმოების მდგომარეობის ანალიზი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
- მუხლი 12. ღონისძიებები პროდუქციის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და შესაბამისობის ნიშნის გამოყენების დროს
- მუხლი 13. ინფორმაცია სერტიფიკაციის შედეგების შესახებ
- მუხლი 15. აპელაციების განხილვა
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №482, 20.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53062/muxli-11/