1. სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად ტარდება პროდუქციის წარმოების მდგომარეობის (სქემა 2ა, 3ა და 4ა) წინასწარი ანალიზი და წარმოების ან ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია (სქემა 5 ან 6), (დანართი 2).
2. სერტიფიცირებული პროდუქციის წარმოების პირობებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფი პირობების შესამოწმებელი პროგრამა შემუშავებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. წარმოების შეფასება ხდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს დამამზადებლის შესაძლებლობა და მზადყოფნა დაამზადოს სასერტიფიკაციო პროდუქცია ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
4. წარმოების მდგომარეობის ანალიზს ატარებს სერტიფიკაციის ორგანო სისტემის ცენტრალური ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
5. თუ დამამზადებელს აქვს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ხარისხის სისტემის შესაბამისობას, ან მწარმოებლის სერტიფიკატი, მაშინ სასერტიფიკაციო პროდუქციის წარმოების შემოწმება არ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანოს უფლება აქვს სასერტიფიკაციო გამოცდებით შეფასებული ხანძარსაშიში მახასიათებლების და მაჩვენებლების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დამატებით შეაფასოს სერტიფიცირებადი ხარისხის სისტემისა ან წარმოების სერტიფიკაციის შესაძლებლობები.
6. წარმოების შეფასება ხდება სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემუშავებული მეთოდიკის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:
ა) მათი სტრუქტურა საწარმოში;
ბ) დოკუმენტირებული ხარისხების სისტემის არსებობა;
გ) საწარმოს ხელმძღვანელების მოვალეობის განაწილება გამოშვებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფაზე და მისი სერტიფიკაციაზე;
დ) პროდუქციის სერტიფიკაციის ყველა ეტაპზე პასუხისმგებელი ფუნქციონალური ქვედანაყოფების არსებობა, რომელთაც დაკისრებული აქვთ კონტროლი სასერტიფიკაციო გამოცდებით დადგენილი მაჩვენებლებისა და მახასიათებლების სტაბილური დონის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაზე;
ე) დამტკიცებული წესით საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება გამოსაყენებელ ნედლეულზე მასალებსა და მაკომპლექტებელ ნაწარმზე, რომლებიც გავლენას ახდენენ სერტიფიკაციის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესრულებაზე;
ვ) პროცედურების არსებობა, რომლებიც განსაზღვრავენ ცვლილებების შეტანის დასაბუთების პერიოდული გადასინჯვის წესს;
ზ) წარმოების ყველა ეტაპზე პროდუქციის იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მეთოდის არსებობა;
თ) პროდუქციის იდენტიფიკაციის მეთოდში გამორჩეული მაკომპლექტებელი ნაწარმისა და მისი კრიტიკული პარამეტრების აღრიცხვა, რომლებიც უფრო მეტად მოქმედებენ სასერტიფიკაციო გამოცდებით დადგენილი მახასიათებლებისა და მაჩვენებლებზე;
ი) მაკომპლექტებელ ნაწარმზე ტექნიკურ დოკუმენტაციაში შემოწმების პროცედურის არსებობა, რომელიც გავლენას ახდენს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების და მიღების სპეციალური პირობების შესრულებაზე;
კ) წარმოების პროცესში შერჩეული მაკომპლექტებელი ნაწარმის და მისი კრიტიკული პარამეტრების ტექნიკური კონტროლის არსებობა;
ლ) საბოლოო პროდუქციის პერიოდული გამოცდების დოკუმენტაციაში იმ ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისობაზე შეფასების პროცედურის არსებობა, რომლის მიხედვითაც ტარდება სასერტიფიკაციო გამოცდები;
მ) იმ მონაცემების არსებობა და რეგისტრაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასერტიფიკაციო პროდუქცია შემოწმებულია და გამოცდილია ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად;
ნ) საკონტროლო, გამოსაცდელი და საზომი მოწყობილობების საჭირო სიზუსტის უზრუნველყოფა, აგრეთვე გარემო პირობების გათვალისწინება;
ო) შემოწმების რეგისტრაციის სისტემის არსებობა და საკონტროლო, საზომი და გამოსაცდელი მოწყობილობების ატესტაცია;
პ) იმ პროცედურების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სასერტიფიკაციო პროდუქციის შეუსაბამობის მიზეზების გამოვლენას და დეფექტების გამეორების თავიდან აცილებას;
რ) გამოცდისა და ხარისხის კონტროლის ჩატარების ოქმების შენახვის და რეგისტრაციის წესი მაკომპლექტებელ ნაწარმზე, რომელიც მოქმედებს პროდუქციის სასერტიფიკაციო გამოცდებით მიღებულ მახასიათებლებსა და მაჩვენებლებზე, აგრეთვე მზა პროდუქციის გამოცდების ოქმების არსებობა;
ს) ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და სხვ.
7. წარმოების მდგომარეობის ანალიზის შედეგებზე უნდა შედგეს აქტი თავისუფალი ფორმით, რომლის დასკვნები მხედველობაში მიიღება სერტიფიკაციის დროს.
8. შემოწმების შედეგების მიხედვით უნდა შედგეს დასკვნა კონტროლისა და გამოცდის არსებული სისტემის დახვეწის რეკომენდაციებით
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.04.2002
მუხლი 8. წარმოების მდგომარეობის ანალიზი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. სერტიფიკაციის ჩატარების წესი და თანმიმდევრობა
- მუხლი 4. სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა
- მუხლი 5. განაცხადის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის ამორჩევა
- მუხლი 6. ნიმუშის აღება გამოცდისათვის
- მუხლი 7. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
- მუხლი 11. სერტიფიკატის და სერტიფიკაციაზე შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა
- მუხლი 12. ღონისძიებები პროდუქციის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და შესაბამისობის ნიშნის გამოყენების დროს
- მუხლი 13. ინფორმაცია სერტიფიკაციის შედეგების შესახებ
- მუხლი 15. აპელაციების განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №482, 20.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53062/muxli-8/