1. პროდუქციის სერტიფიკაციის ჩატარებისათვის განმცხადებელს განაცხადი შეაქვს სისტემის სასერტიფიკაციო ორგანოში (დანართი 1).
2. განაცხადთან ერთად სერიული წარმოებისათვის განმცხადებელი სერტიფიკაციის ორგანოს წარუდგენს:
ა) პროდუქციაზე ნორმატიული დოკუმენტების;
ბ) ლიცენზიის ასლს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
გ) დამატებით ინფორმაციას პროდუქციის ხარისხზე, მის წარმოშობასა და დოკუმენტაციაზე (არსებობის შემთხვევაში);
დ) გამოცდის ოქმს (თუ გააჩნია).
3. პროდუქციის პარტიისათვის განმცხადებელი სერტიფიკაციის ორგანოს წარუდგენს:
ა) სასაქონლო თანმხლებ დოკუმენტებს;
ბ) დოკუმენტს დამამზადებლის პროდუქციის ხარისხზე (თუ გააჩნია);
გ) საბაჟო დეკლარაციის ასლებს.
4. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანოს მოთხოვნით განმცხადებელი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს პროდუქციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტები, გაცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად ახორციელებენ უსაფრთხოებაზე კონტროლს, ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ პროდუქციის შეფასების შედეგებს.
5. განმცხადებელს შეუძლია წარადგინოს სერტიფიკაციის ორგანოში სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ პროდუქციის შედეგების შეფასებას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (ოქმები, სერტიფიკატები და სხვა)