1. სისტემაში პროდუქციის სერტიფიკაციას ატარებს სერტიფიკაციის ორგანო და მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
ა) სერტიფიკაციაზე განაცხადის და მასთან დართული მასალების წარდგენას;
ბ) განაცხადის შევსების სისწორის და წარდგენილი დოკუმენტების სისრულის ანალიზს;
გ) განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებასა და სერტიფიკაციის სქემის შერჩევას;
დ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) განსაზღვრას;
ე) პროდუქციაზე დოკუმენტაციის (ნორმატიული, საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიური და სხვა) ანალიზს;
ვ) პროდუქციის იდენტიფიკაციისა და პროდუქციის ნიმუშების აღებას;
ზ) პროდუქციის ნიმუშის გამოცდას;
თ) წარმოების მდგომარეობის ანალიზს (თუ ეს სერტიფიკაციის სქემით არის გათვალისწინებული);
ი) მიღებული შედეგების ანალიზისა და სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
კ) სერტიფიკატის რეგისტრაციასა და გაცემას, აგრეთვე სერტიფიკაციის ორგანოსა და განმცხადებელს შორის სერტიფიკაციაზე შეთანხმებით რეგისტრაციას და გაცემას;
ლ) საინსპექციო კონტროლს სერტიფიცირებულ პროდუქტზე (სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად);
მ) მაკორექტირებელი ღონისძიებებს შესაბამისობის ნიშნის არასწორი გამოყენებისა და პროდუქციის და (ან) წარმოების პირობების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობისას;
ნ) ინფორმაციას სერტიფიკაციის შედეგებზე.
2. პროდუქციის სერტიფიკაციის ყველა პროცედურა უნდა გაფორმდეს დოკუმენტალურად
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.04.2002
მუხლი 3. სერტიფიკაციის ჩატარების წესი და თანმიმდევრობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა
- მუხლი 5. განაცხადის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის ამორჩევა
- მუხლი 6. ნიმუშის აღება გამოცდისათვის
- მუხლი 7. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება
- მუხლი 8. წარმოების მდგომარეობის ანალიზი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
- მუხლი 9. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
- მუხლი 11. სერტიფიკატის და სერტიფიკაციაზე შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა
- მუხლი 12. ღონისძიებები პროდუქციის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და შესაბამისობის ნიშნის გამოყენების დროს
- მუხლი 13. ინფორმაცია სერტიფიკაციის შედეგების შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ამ სისტემის სამუშაოთა ორგანიზების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №482, 20.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53062/muxli-3/