1. პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაცია ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საერთაშორისო და სხვა ქვეყნების პროგრესული სტანდარტების შესაბამისად.
2. პროდუქციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, შეიძლება ჩატარდეს ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია. იგი ტარდება განმცხადებლის ინიციატივით ამ უკანასკნელსა და სერტიფიკაციის ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროდუქციის ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩატარებისას განმცხადებელს უფლება აქვს განსაზღვროს სერტიფიკაციის სქემა და პროდუქციის მახასიათებლების განმსაზღვრელი ნორმატიული დოკუმენტი.
3. პროდუქტის სავალდებულო სერტიფიკაციის ჩატარებისას გამოიყენება ის სახელმწიფო სტანდარტები, ნორმები და წესები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დაცვას.
4. პროდუქციის სერტიფიკაციის სფერო და შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციები მოცემულია სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროში, დასახელებისა და კოდის შესაბამისად.
5. სასერტიფიკაციო სამუშაოებში შეიძლება ჩართული იყვნენ მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა უწყებათა წარმომადგენლები, როლებიც აკრედიტებული არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ