1. სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება ნიმუშებზე, რომლის კონსტრუქცია, შემადგენლობა და დამზადების ტექნოლოგია უნდა იყოს იგივე, რაც იმ პროდუქციისა, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს (დამკვეთს).
2. ნიმუში აიღება პროდუქციაზე ნორმატიული დოკუმენტების (გამოცდის მეთოდები) შესაბამისად.
3. ნიმუშის აღებას, ნიშანდების, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოს ექსპერტი, (წარმომადგენელი).
4. ნიმუშის აღება წარმოებს განმცხადებლის თანდასწრებით ნიმუშის აქტის გაფორმებით (დანართი 4).
5. ნიმუშის აღებასთან ერთდროულად წარმოებს პროდუქციის პარტიის იდენტიფიცირება. პარტიის იდენტიფიკაციის შედეგები აისახება ნიმუშის აღების აქტში.
6. ნიმუშის საგამოცდო ლაბორატორიაში მიტანას უზრუნველყოფს განმცხადებელი