1.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო, ადგილი და გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
2.
ინსტიტუტი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს საჭირო ადგილისა და ინვენტარის გამოყოფას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3.
საგამოცდო დროის, ადგილისა და სხვა პროცედურების (მათ შორის, ვიდეოგადაღების) შესახებ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ წინასწარ,  ასევე გამოქვეყნდება ინსტიტუტისა ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე, გამოცდის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე მაინც.
4.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობა შესაძლებელია ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით გადაღებულ იქნეს ტექნიკური საშუალებებით (ვიდეოგადაღება)