1.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა)
ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ)
ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ (წერითი გამოცდის დროს), „დ“, „ვ“ და ,,ზ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის და წესის შესაბამისად.
3.
ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი, კანდიდატი ვალდებულია პასუხების ფურცელი შეავსოს და ჩააბაროს დარჩენილ დროში.
4.
სამი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის ოქმით. სასერტიფიკაციო გამოცდიდან კანდიდატის მოხსნის წესი და ოქმის ფორმა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
5.
გაფრთხილების გარეშე კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა', „ბ' და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან წესრიგის უხეში დარღვევის სხვა შემთხვევაში.
6.
გაფრთხილების გარეშე კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ასევე ფორმდება სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის ოქმით
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.12.2018
მუხლი 12. კანდიდატის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღვევა
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღვევა
- მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღვევა
- მუხლი 385. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება
- მუხლი 5. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა, განხილვის შედეგების შეტყობინება და სასერტიფიკატო გამოცდა
- მუხლი 382. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება
- მუხლი 7. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება
- მუხლი 7. საგამოცდო კომისია
- მუხლი 8. სასერტიფიკაციო გამოცდა
- მუხლი 9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო, ადგილი და სხვა პროცედურები
- მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დამსწრე პირები
- მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობა
- მუხლი 13. ტესტების გასწორება
- მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებისა და ტესტების პასუხების გამოქვეყნება
- მუხლი 16. საპრეტენზიო განაცხადი
- მუხლი 17. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
- მუხლი 18. საპრეტენზიო კომისია
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №71/37, 12.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1899021/muxli-12/