1.
საგამოცდო კომისია იქმნება სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე არა უადრეს 10 დღისა და ფუნქციონირებას წყვეტს სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთანავე.
2.
საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა (არანაკლებ 5 წევრისა) განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
3.
საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
5.
საგამოცდო კომისია:
ა)
ასწორებს საგამოცდო ტესტს;
ბ)
აფასებს გამოცდების შედეგებს;
გ)
ამტკიცებს გამოცდების შედეგებს;
დ)
გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდგომ დირექტორს წარუდგენს იმ კანდიდატთა სიას, ვინც დააგროვა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად ქულათა საკმარისი რაოდენობა.
6.
საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და  იგი არ შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ, სასერტიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე.
7.
საგამოცდო კომისიის წევრს არ ეძლევა ანაზღაურება.
8.
საგამოცდო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომლებსაც საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
9.
საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით ინიშნება თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი.
10.
საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე:
ა)
უძღვება საგამოცდო კომისიის სხდომებს;
ბ)
უშუალოდ მეთვალყურეობს გამოცდების შედეგების შეფასების პროცესს;
გ)
ხელს აწერს საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმებს;
დ)
ასრულებს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
11.
საგამოცდო კომისიის მდივანი:
ა)
ადგენს და ხელს აწერს საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმებს;
ბ)
კომისიის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით ასრულებს თავმჯდომარის დავალებებს