1.
კანდიდატთა რეგისტრაცია გულისხმობს ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული წერილობითი ფორმით კანდიდატთა მიერ შევსებული განცხადებისა და ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენას ინსტიტუტში კურსსა და შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2.
კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ)
ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
გ)
უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური (ფინანსური) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ)
ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
ე)
სერტიფიცირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3.
კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურები და ვადები  განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
4.
ინსტიტუტი ქმნის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხორციელდება კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა