1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში. სასერტიფიკაციო გამოცდის დროს გამოიყენება პროდუქციის ნორმატიულ დოკუმენტებში მოყვანილი გამოცდის მეთოდები, ან სისტემაში დადგენილი წესით ატესტირებული გამოცდის მეთოდიკები.
2. გამოცდის ჩატარება აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში წარმოებს სერტიფიკაციის ორგანოს ექსპერტის (წარმომადგენლის) თანდასწრებით. პასუხისმგებლობა გამოცდების ობიექტურობაზე საგამოცდო ლაბორატორიასთან ერთად ეკისრება სერტიფიკაციის ორგანოს.
3. გამოცდის შედეგის მიუხედავად გამოცდის ოქმი ეგზავნებათ სერტიფიკაციის ორგანოსა და განმცხადებელს.
4. გამოცდის უარყოფით შედეგების დროს სერტიფიკაციის სამუშაოები წყდება. განმცხადებელს ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროდუქციის სერტიფიკაციის სამუშაოთა შეწყვეტის შესახებ. გამოცდის უარყოფითი შედეგის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად ეგზავნება სისტემის ცენტრალურ ორგანოს. სამუშაოთა განახლებას საზღვრავს სერტიფიკაციის ორგანო ინდივიდუალურად ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.
5. სასერტიფიკაციო ნიმუშის შერჩევა, აღება და/ან დალუქვა ხდება სერტიფიკაციის ორგანოს ექსპერტის (წარმომადგენლის) მიერ. ნიმუშის აღების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება სერტიფიკაციის ორგანოში ნიმუშთან ერთად (სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში)