1. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს მიერ.
2. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
3. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით საბჭო უზრუნველყოფს:
ა) განაცხადების რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღების, საგამოცდო პროცესის პერიოდის განსაზღვრას და საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციას;
გ) საბუთების განხილვას;
დ) გამოსაცდელთა მონაცემთა ბაზის შექმნას.
4. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:
ა) გამოცდის თარიღის შესახებ გამოსაცდელების ინფორმირების უზრუნველყოფას;
ბ) საგამოცდო პროცესის ორგანიზებას;
გ) გამოცდის შედეგების საბჭოსათვის წარდგენას;
დ) დადებითი შედეგის მქონე პირების სიის საჯაროობის უზრუნველყოფას.
5. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი გამოცდაზე დასაშვებად.
6. დაგვიანებული მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება.
7. გამოცდა ტარდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, ტესტური ფორმით, წელიწადში ორჯერ.
8. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს გამოცდის შედეგები;
ბ) განმეორებით გავიდეს მომდევნო გამოცდაზე.
9. გამოცდის მსვლელობისას, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან.
10. გამოცდაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს იმავე საგამოცდო პერიოდში განმეორებითი გამოცდის ჩაბარება, მიუხედავად საპატიო მიზეზისა. გამოცდაზე გამოუცხადებელ პირს ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საგამოცდო პერიოდშ