1. „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების“ (შემდგომში − წესი) მიზანია, უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება, შესაბამისი პროფესიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება, მათ პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მათი უფლებების დაცვა, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა.

2. ეს წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზ