1. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა სერიულად წარმოებულ პროდუქციაზე ან წარმოებაზე, პროდუქციის პარტიაზე ან ყოველ ნაკეთობაზე სერტიფიკაციის შერჩეული სქემის მიხედვით. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატში მითითებული უნდა იქნეს დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ის გაიცა.
2. სერტიფიკაციის ორგანო ჩატარებული პროცედურების შედეგების მიხედვით ღებულობს გადაწყვეტილებას სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის (ან და გაცემის) შესახებ. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს გამოცდის ოქმი, წარმოების მდგომარეობის ანალიზის შედეგის დოკუმენტი, სერტიფიკატი ხარისხის სისტემაზე, დეკლარაცია პროდუქციის შესაბამისობის შესახებ (დანართი 5), სხვა დოკუმენტები.
3. თუ პროდუქციის რომელიმე მაჩვენებელის შესაბამისობაზე უკვე არსებობს სერტიფიკატი (მოწმობა), გაცემული ან აღიარებული საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში, ამ მაჩვენებელზე გამოცდა არ ტარდება, ხოლო ეს სერტიფიკატი (მოწმობა) მიეთითება.
4. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი (დანართი 6) გაიცემა პროდუქციაზე, რომელიც შეესაბამება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, გარემოს დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს ან პროდუქციაზე, რომელიც შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტების ცალკეულ მოთხოვნებს. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატს შეიძლება გააჩნდეს დანართი, რომელიც შეიცავს ამ კონკრეტული პროდუქციის ნუსხას, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
5. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი და დანართი უნდა გაფორმდეს სპეციალურ ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს ექსპერტი და სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი (თუ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი ამავე დროს არის ექსპერტი ამ სფეროში, მაშინ საკმარისია მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ხელის მოწერა) და ხელომოწერა დასტურდება სერტიფიკაციის ორგანოს ბეჭდით. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის და დანართის ასლი ინახება სერტიფიკაციის ორგანოსა და სისტემის რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ცენტრალური ორგანო.
6. სერიული წარმოების პროდუქციაზე სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაფორმებასა და რეგისტრაციასთან ერთად უნდა გაფორმდეს და რეგისტრაციაში გატარდეს შეთანხმება პროდუქციის ჩამტარებელ სერტიფიკაციის ორგანოსა და განმცხადებელს შორის (დანართი 7).
7. პროდუქციაზე სერტიფიკატის მოქმედების ვადას ადგენს სერტიფიკაციის ორგანო. სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატში მითითებული ცალკეული მაჩვენებლების სერტიფიკატების (არსებობის შემთხვევაში) და პროდუქციის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა.
8. პროდუქციის კონსტრუქციაში (შემადგენლობაში) ან მისი წარმოების ტექნოლოგიაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, რომელთაც შეუძლია გავლენა იქონიონ პროდუქციის ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განმცხადებელი წინასწარ ატყობინებს ამის შესახებ სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გამცემ ორგანოს, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას ამ პროდუქციის ახალი გამოცდის ან წარმოების მდგომარეობის შეფასებაზე, გარდა ამისა, სერტიფიკაციის ორგანო გასცემს ნებართვას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის ნიშნის გამოყენების უფლებაზე (დანართი 8).
9. სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისობის ნიშნის შემუშავების, დამტკიცების, გამოყენების წესი, ასევე მისი ფორმა და ზომები ხორციელდება საქსტანდარტის მიერ დადგენილი წესით