1. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების დროს სერტიფიკაციის ორგანო:
ა) აჩერებს სერტიფიკატის მოქმედებას და დროებით კრძალავს შესაბამისობის ნიშნის გამოყენებას;
ბ) აწვდის ინფორმაციას მოცემული პროდუქციის სერტიფიკაციაში დაინტერესებულ მონაწილეებს;
გ) ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებათა შესრულების ვადას;
დ) კონტროლს უწევს დამამზადებლის (გამყიდველის) მიერ მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულებას.
2. სერტიფიკაციის მოქმედების შეჩერების დროს დამამზადებელი:
ა) ადგენს გამოვლენილ შეუსაბამოთა მასშტაბს (დამზადებული პროდუქციის რაოდენობას, მოდელი, შეუსაბამობათა პარტიის ნომერი და მოცულობა);
ბ) შეიმუშავებს ღონისძიებებს გამოვლენილ შეუსაბამობათა აღმოსაფხვრელად და ათანხმებს მათ სერტიფიკაციის ორგანოსთან;
გ) უზრუნველყოფს მაკორექტირებელ ღონისძიებათა შესრულებას პროდუქციის წარმოებისას შეუსაბამობათა აღმოსაფხვრელად;
დ) ატყობინებს მომხმარებლებს, საზოგადოებას და დაინტერესებულ ორგანიზაციებს პროდუქციის გამოყენების (ექსპლუატაციის) საშიშროებაზე და გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან პროდუქციის შეცვლის შესახებ;
ე) აღმოფხვრის პროდუქციის შეუსაბამობის მიზეზებს.
3. წერილობით ატყობინებს სერტიფიკაციის ორგანოს მაკორექტირებელ ღონისძიებათა შესრულების და მისი ეფექტიანობის შესახებ.
4. მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შემდეგ სერტიფიკაციის ორგანო ატყობინებს სერტიფიკაციაში დაინტერესებულ მონაწილეებს სერტიფიკაციის მოქმედების შეჩერების მოხსნის შესახებ.
5. შემსრულებლის მიერ მაკორექტირებელი ღონისძიებების შეუსრულებლობის ან მისი არაეფექტურობისას სერტიფიკაციის ორგანო აუქმებს სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის მოქმედებას