1. ამ წესში განსაზღვრულია:
ა) სერტიფიკაციის ჩატარებაზე განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის სერტიფიკაციის სქემის შერჩევა;
ბ) სასერტიფიკაციო სამუშაოების ჩატარება შერჩეული სქემის მიხედვით;
გ) მიღებული შედეგების ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობის შესახებ;
დ) სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და მისი რეგისტრაციის უზრუნველყოფა სერტიფიკაციის სისტემის რეესტრში;
ე) სერტიფიცირებული მომსახურების მახასიათებლების სტაბილურობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელება;
ვ) სერტიფიკაციის შესახებ ინფორმაციის პუბლიკაცია.
2. სასერტიფიკაციო სამუშაოებში შეიძლება ჩართული იყვნენ მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა უწყებათა წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტებული არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ