1. მომსახურების სერტიფიკაციის ჩატარებისათვის მომსახურების შემსრულებელს (შემდგომში – განმცხადებელი) განაცხადი შეაქვს სისტემის სერტიფიკაციის ორგანოში (დანართი 1).
2. განაცხადთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანოს მოთხოვნით განმცხადებელი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მომსახურების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტები, გაცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად ახორციელებენ უსაფრთხოებაზე კონტროლს, ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მომსახურების შეფასების შედეგებს.
3. განმცხადებელს შეუძლია წარმოადგინოს სერტიფიკაციის ორგანოში სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მომსახურების შედეგების შეფასებას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (ოქმები, სერტიფიკატები და სხვა)