1.
სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტის  შესახებ  ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადი ინსტიტუტის კანცელარიაში რეგისტრაციის გზით წარედგინება საპრეტენზიო კომისიას, ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2.
საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა)
საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა, ხელმოწერა და წარდგენის თარიღი;
ბ)
ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის შესახებ პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში დარღვეული პროცედურის აღწერა;
გ)
ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, ტესტის საკითხის ნომერი, რომლის შესახებაც წარდგენილია პრეტენზია და პრეტენზიის დასაბუთება