1. სახლის ტერიტორიასა და მის გარე პერიმეტრზე არასრულწლოვანისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება ვიდეომონიტორინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. სახლი ვალდებულია გააფრთხილოს არასრულწლოვანი ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ.
3. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში სახლი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.
4. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის განადგურების შედეგად.
5. ვიდეოჩანაწერი ინახება არანაკლებ 10 კალენდარული დღისა. ვიდეოჩანაწერი არქივდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით.
6. ვიდეოჩანაწერის მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამუშავებს ცენტრის შიდა კონტროლის სამსახურ