1. არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დღიური აქტივობების გეგმის და მისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმის შესაბამისად, გადაადგილდეს სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე.

2. დღიური აქტივობების გეგმით გათვალისწინებული აქტივობისგან თავისუფალ დროს არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ხოლო სახლის ტერიტორიის სხვა ნაწილებში – სახლის დირექტორის თანხმობითა და უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით. სახლის ტერიტორიის შესაბამის მონაკვეთებს განსაზღვრავს სახლის დირექტორი.

3. ღამის საათებში არასრულწლოვანი თავისი საცხოვრებელი ოთახის ფარგლებს გარეთ არ გადაადგილდება, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის თანხლებით.

თავი IV

არასრულწლოვანისა და სახლის უსაფრთხოე