1. სახლში უზრუნველყოფილია არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისები, აგრეთვე საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები.

2. სახლში არასრულწლოვანები განთავსებული არიან საცხოვრებელ ოთახებში.

3. სახლში არასრულწლოვანები ერთმანეთისგან განცალკევებით თავსდებიან:

ა) მათი სქესის (მდედრობითი სქესისა და მამრობითი სქესის) გათვალისწინებით;

ბ) განსხვავებული ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით;

გ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე გამოკვეთილი მკვეთრად განსხვავებული სერვისის/პროგრამის განხორციელების საჭიროების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვანები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ.

5. სახლში განთავსებულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისა