1. სახლი საქმიანობისას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, მისი ღირსების პატივისცემასა და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობას.

2. ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს თანაზომიერების, კანონიერებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების საფუძველზე.

3. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპები, ფასდება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის ასაკი, გონებრივი/კოგნიტური უნარების განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლება, აღზრდის პირობები, ოჯახური და სოციალური გარემო, უსაფრთხოება, რეაბილიტაციის საჭიროებები და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

4. სახლი საქმიანობისას უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. არასრულწლოვანის სახლში ყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

თავი III

არასრულწლოვანის სახლში მიღე