1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შესაძლებელია განხორციელდეს ბენეფიციარის საკუთრებაში ან კანონმდებლობით დაშვებულ სხვა შესაბამის საფუძველზე არსებულ მიწის ნაკვეთზე.

2. ბენეფიციარის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებამდე მოწმდება:

ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები;

გ) მიწის ნაკვეთის მშენებლობისათვის გამოყენების შესაძლებლობა;

დ) საჭირო სამშენებლო დოკუმენტაციის არსებობა ან მისი მოპოვების შესაძლებლობა;

ე) სხვა სამართლებრივი და ტექნიკური გარემოებები.

3. მშენებლობის შესყიდვის პროცედურას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის,  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას, თუმცა უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მშენებლობის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის.

5. მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიღების, შესრულების დადასტურებისა და სხვა აუცილებელი პროცედურების განხორციელება