1. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღების შემდეგ კომისიის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისათვის.

2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის იმ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესყიდვისა და ორგანიზების პროცედურები.

3. აღნიშნულ სამსახურს გადაეცემა გადაწყვეტილების განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის:

ა) კომისიის ოქმი;

ბ) ბენეფიციარის განცხადება;

გ) ბენეფიციარისა და ოჯახის შესახებ დოკუმენტაცია;

დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო და საკუთრების შესახებ ინფორმაცია, თუ სახლი ბენეფიციარის მიწაზე უნდა აშენდეს;

ე) კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი მასალა.

4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ბენეფიციარისათვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კანონმდებლობით დადგენილი წესი