1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების გასხვისება დაუშვებელია საკუთრების რეგისტრაციიდან 10 წლის განმავლობაში, გარდა კანონმდებლობით ან პროგრამის გაცემის წესით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თუ პროგრამის ფარგლებში სახლი აშენებულია ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შეზღუდვის რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საცხოვრებელი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისებისგან დაცვა.
3. შეზღუდვის რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეზღუდვის გაუქმების/რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი