1. პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით კომისია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სხვა სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან ითანამშრომლონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია განცხადების მიღებაზე, დოკუმენტაციის პირველადი შემოწმებაზე, საქმის მომზადებასა და კომისიისათვის წარდგენაზე.
3. კომისია პასუხისმგებელია წარმოდგენილი საქმის განხილვაზე, ოჯახის საცხოვრებელი და სოციალური მდგომარეობის შეფასებასა და პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებაზე.
4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება შესყიდვები და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება, პასუხისმგებელია შესყიდვის პროცედურების, შესაბამისი ხელშეკრულების ადმინისტრირების, მშენებლობის ორგანიზებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებაზე.
5. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქონების რეგისტრაციის, საკუთრებაში გადაცემისა და 10-წლიანი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის საჭირო სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება