1. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცემა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

2.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური გადაწყვეტილებას და შესაბამის მასალებს გადასცემს იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის ფარგლებში მშენებლობის ან/და შეძენის პროცედურების განხორციელებაზე.

4. მშენებლობის განმახორციელებელი სამსახური ვალდებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) შესყიდვის პროცედურის დაწყების შესახებ;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;

გ) მშენებლობის დაწყების შესახებ;

დ) მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში;

ე) მშენებლობის დასრულების შესახებ;

ვ) ქონების რეგისტრაციისა და ბენეფიციარისათვის საკუთრებაში გადაცემის განხორციელების შესახე