1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს პროგრამის ფარგლებში აშენებული ან შეძენილი და ბენეფიციარისათვის გადაცემული საცხოვრებელი სახლის მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი.

2. მონიტორინგის მიზანია პროგრამის მიზნობრივი განხორციელების, საცხოვრებელი სახლის სათანადო გამოყენებისა და პროგრამით განსაზღვრული პირობების დაცვის უზრუნველყოფა.

3. მონიტორინგის განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების, პერსონალური მონაცემებისა და საკუთრების უფლებებ