კომისია უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ:

ა) ოჯახი არ აკმაყოფილებს პროგრამითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილია არასწორი, არასრული ან ყალბი ინფორმაცია;

გ) ოჯახის წევრებს გააჩნიათ პროგრამით გათვალისწინებული ალტერნატიული საცხოვრებელი;

დ) ოჯახის საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ შემთხვევებს;

ე) არ დასტურდება ოჯახის უსახლკარობა ან მძიმე საცხოვრებელი პირობები;

ვ) არ არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნება;

ზ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს მშენებლობის განხორციელებისათვის აუცილებელ სამართლებრივ ან ტექნიკურ მოთხოვნებს;

თ) არსებობს სხვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ხელს უშლის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ან შეძენას;

ი) განმცხადებელი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, რომლის გარეშეც საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა შეუძლებელი