1. იუსტიციის სახლის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - აღმასრულებელი დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 4 მოადგილე (ოპერაციების დირექტორი, განვითარების დირექტორი, ფინანსების დირექტორი და ადმინისტრაციის დირექტორი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

3. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ იუსტიციის სახლში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

5. აღმასრულებელ დირექტორს შესაძლებელია ჰყავდეს თანაშემწ