1. არასრულწლოვანის საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემოქმედებით, შემეცნებით და სხვა კულტურული ღონისძიებებში მონაწილეობის ან არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა შემთხვევაში, სახლის დირექტორის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანმა შეიძლება სახლი დროებით, გონივრული ვადით დატოვოს სახლის ან/და ცენტრის თანამშრომლის თანხლებით.
2. არასრულწლოვანს მისი ქცევისა და მის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, მისი მოტივირების მიზნით და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის, აგრეთვე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადამისამართების ვადის ამოწურვამდე შეიძლება მიეცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით, გონივრული ვადით დატოვოს სახლი.
3. სახლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი არასრულწლოვანის მიერ სახლის დროებით დატოვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის საფუძველზ