1. სახლში გარეშე პირის შესვლა, გარდა ამ დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება სახლის უფლებამოსილი პირის მიერ დაშვებული საშვის საფუძველზე, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე.
2. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეს, აგრეთვე სხვა, განსაკუთრებულ შემთხვევაში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სახლის დირექტორის თანხმობით, სახლში არასრულწლოვანთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.
3. სახლში გარეშე პირის შესვლაზე ვრცელდება ამ დებულების 25-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტები.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მინისტრსა და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირებზე, ცენტრის კურატორი მინისტრის მოადგილეზე, ცენტრის თავმჯდომარეზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს სახალხო დამცველზე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებზე, აგრეთვე, სახლში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისთვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზე.
5. სახლში ცენტრის თანამშრომელთა სახლში შესვლისა და სახლიდან გასვლის წესი განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი