1. სახლში არასრულწლოვანის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც არასრულწლოვანის სამედიცინო ბარათში ინახება.

2. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობითა და პრევენციული სამედიცინო მომსახურებით.

3. არასრულწლოვანის მიღება სახლის სამედიცინო ოთახში ხორციელდება მისი საჭიროებიდან გამომდინარე, სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურებისას ითხოვს მის დასწრებას.

4. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ არასრულწლოვანს ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება სახლის სამედიცინო ოთახში.

5. თუ არასრულწლოვანის მკურნალობა სახლის სამედიცინო ოთახში შეუძლებელია, იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

6. არასრულწლოვანისთვის სახლში სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელსა და სახლის დირექტორ