1. არასრულწლოვანს შეუძლია უშუალოდ ან კანონიერ წარმომადგენელის/წარმომადგენელის მეშვეობით მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც სახლის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს:
ა) სახლის დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სახლის თანამშრომლის საქმიანობას;
ბ) ცენტრის თავმჯდომარეს, თუ საჩივარი უკავშირდება სახლის დირექტორს ან ცენტრის სხვა თანამშრომლის საქმიანობას.
3. არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე სახლის დირექტორის უარი გაასაჩივროს ცენტრის თავმჯდომარესთან.
4. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
5. საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობებ