1. არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია არასრულწლოვანის მონახულება.
2. სახლის დირექტორს წარედგინება არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ინფორმაცია არასრულწლოვანთან კავშირის თაობაზე.
3. არასრულწლოვანის მონახულების თაობაზე გადაწყვეტილებას სახლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით იღებს სახლის დირექტორი. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება არასრულწლოვანის სურვილი, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა და ჰარმონიული განვითარება.
4. არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირი არასრულწლოვანს ხვდება შესაბამისი ავეჯით აღჭურვილ ოთახში ან სახლის ეზოში საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
5. არასრულწლოვანის მონახულება, როგორც წესი, შესაძლებელია 10:00–20:00 საათის ფარგლებში.
6. მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრს უფლება აქვს, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან დადოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო. კანონიერი წარმომადგენლის/კანონიერი წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს, ცალმხრივად გააუქმოს ეს ხელშეკრულება.
7. დაუშვებელია არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირის მიერ სახლში იმ ნივთებისა და ნივთიერებების შეტანა, რომლებმაც არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენა იქონიოს ან საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვანის, სახლში მყოფი პირებისა და სახლის უსაფრთხოებას.
8. დაუშვებელია მონახულების მსურველი პირის მიერ სახლში ტელეფონების, აგრეთვე, იმ ნივთის შეტანა, რომლითაც შესაძლებელია ფოტო- ან/და ვიდეოგადაღება, აგრეთვე აუდიოჩაწერა.
9. არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირი სახლში დაიშვება შემოწმების, მათ შორის ტექნიკური საშუალებებით შემოწმების, შემდე