1. სახლი უზრუნველყოფს არასრულწლოვანს სათანადო კვებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს.

2. კვების რაციონის შედგენისას გაითვალისწინება არასრულწლოვანთა ასაკი, განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური აქტივობა.

3. სახლი არასრულწლოვანს ყოველდღიურად უზრუნველყოფს ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი.

4. არასრულწლოვანი იკვებება სასადილოში დღიური აქტივობების გეგმით დადგენილ საათებში, ხოლო ის არასრულწლოვანი, რომელსაც ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება, საკვებს იღებს საცხოვრებელ ოთახში.

5. არასრულწლოვანს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალ