1. სახლი ვალდებულია შექმნას პირობები, რათა არასრულწლოვანმა მიიღოს ზოგადი განათლება.

2. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. არასრულწლოვანს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.

4. არასრულწლოვანისთვის ზოგადი განათლების და არაფორმალური განათლების მიცემის, აგრეთვე ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების მიზნით სახლი ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს.

5. სახლი ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს არასრულწლოვანის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა.

6. არასრულწლოვანის მიერ სახლში ყოფნის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (სერტიფიკატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფის იდენტიფიცირებ