1. სახლში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია არასრულწლოვანის, მისი ნივთებისა და საცხოვრებელი ოთახი შემოწმება.
2. შემოწმება დაუშვებელია განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
3. შემოწმება ხდება სახლში აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, აგრეთვე, იმ ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომლებიც არ ეკუთვნის არასრულწლოვანს.
4. სახლში აკრძალულ ნივთს განეკუთვნება ის ნივთი, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვანის მიერ სარგებლობა.
5. შემოწმება ხორციელდება იმავე სქესის სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის წარმომადგენელი.
6. შემოწმებისას ხდება არასრულწლოვანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, მისი გახდის გარეშე. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელის მეტალმძებნი.
7. არასრულწლოვანისა და მისი ნივთების შემოწმება ტარდება:
ა) სახლში მიღებისას;
ბ) ექიმთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
გ) სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებისას;
დ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;
ე) სახლის დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
ვ) სახლის დატოვებისას;
ზ) სხვა შემთხვევებში, სახლის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ოთახის შემოწმება ტარდება სახლის დირექტორის გადაწყვეტილები