1. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ოთახით, რომელშიც შეიძლება განთავსდეს არაუმეტეს 3 არასრულწლოვანისა.

2. საცხოვრებელი ოთახი არის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისი ოთახი, რომელსაც აქვს ფანჯარა, ბუნებრივი განათება, ვენტილაცია, გათბობა და გაგრილება.

3. საცხოვრებელი ოთახი უზრუნველყოფილია საძინებელი ოთახისა და სხვა შესაბამისი ავეჯით.

4. საცხოვრებელი ოთახის ფართობი არ უნდა იყოს 6 კვ.მ-ზე ნაკლები თითოეულ არასრულწლოვანზე.

5. საცხოვრებელი ოთახი არ უნდა ხელყოფდეს არასრულწლოვანის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა